პროექტის გეგმა:
1. პროექტის სახელწოდება: " როგორ დავიცვათ მდინარეები დაბინძურებისაგან?''
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მდინარეები სასიცოცხოდ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მათ დასუფთავებაზე.
:
3 პროექტის აქტუალობა: ეს საკითხი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან ადამიანთა დაუდევრობით მდინარების ნაპირები ძალიან დაბინძურებულია.
4. პროექტის მიზნები: ბავშვებმა გაითავისონ რომ ბუნების ნაწილები არიან; ბუნებას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება;'' სუფთა მდინარე - ჯანმრთელი სიცოცხლე"
5. მონაწილეთა ასაკი: 13 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ა) დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარება. ბ) მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; შედეგი- ბავშვებს გამოუჩნდებათ მიმბაძველები და ადგილობრივი მოსახლეობა ჩაებმება ამ სასიკეთო საქმეში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გეოგრაფიის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ენციკლოპედია.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ა) გეოგრაფიიდან გაიხსენებენ მდინარეების მნიშვნელობას. ბ) ბიოლოგიიდან - მდინარის ბინადართა მნიშვნელობას და მათ დაცვას.
10. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ა) შეკითხვების მომზადება, რომლებიც გათვალისწინებულია მოსახლეობისთვის. ბ) დაბინძურებული მდინარეების სურათების მოძიება ინტერნეტიდან. გ) ინფორმაციის მოძიება სახელმძღვანელოდან, ინტერნეტიდან. დ) პრეზენტაციის მომზადება. ე) ვიდეო მასალების მოძიება. ვ) პირადი მონაწილეობა მდინარე ივრის დასუფთავებაში.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : ლელა ზეტუაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lela131972
:
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lela131972.blogspot.com
No comments:
Post a Comment