გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა
ალექსანდრე ყაზბეგი,“ხევისბერი გოჩა“(ტექსტზე მუშაობა-  7-10 თავები)
კლასი/სწავლების საფეხური
XI კლასი, საშუალო საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
15 მოსწავლე, არ მყავს სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
თხრობის უნარის განვითარება
მსჯელობის უნარის განვითარება
ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება
სხვისი აზრის კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარება
დისკუსიისთვის წახალისება
შედეგი
ქართ.XI.5 .მოსწავლეს  შეუძლია  ტექსტის გაანალიზება მასში ასახული ინფორმაციის, თემის, იდეისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ.XI. 6.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს მხატვრული  ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს
ართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლა კონკრეტული აუდიტორიი სწინაშე კონკრეტული მიზნით;
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ტექსტიდან ამოიცნოს და გამოიყენოს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია;
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს ნასწავლი უნდა ჰქონდეთ ტექსტი;
 უნდა იცოდნენ მწერლის ბიოგრაფია
საკლასო
მენეჯმენტი
      A ფაზა[გამოწვევა]
 მასწავლებელი სურვილისამებრ რამდენიმე მოაწავლეს წააკითხებს დავალებად მიცემულ 712 თავების შინაარსის გეგმას.მასწავლებელი ტექსტის გასააზრებლად და მოსწავლეთა მეტყველების განვითარების  მიზნით კლასიდან რამდენიმე მოსწავლეს მოაყოლებს მნიშვნელოვან პასაჟებს ტექსტიდან.კერძოდ:როგორ შემოდის გოჩა ნაწარმოებში,როგორ ახასიათებს მას მწერალი;ონისეს განცდები;მამა-ვილის საუბარი.
მასწავლებელი ამის შემდეგ უჩვენებს საპრეზენტაციო ფაილს ,,ხევისბერი  გოჩა ''        - 15 წუთი                                                           
B  ფაზა[შინაარსის რეალიზება.]  
მასწავლებელი  კლასში ამუშავებს სახელმძღვანელოში მოცემულ 712 თავების შესაბამის კითხვარს(რომელსაც თავისი შეხედულებისამებრ შესაძლოა დაუმატოს ასეთი კითხვები:როგორ ხასიათდებიან პერსონაები მოცემული მონაკვეთის მიხედვით,რას ანიჭებს მწერალი უპირატესობა:პირდაპირ დახასიათებას თუ მოქმედებაში ავლენს მათ თვისებებს;იკვეთება თუ არა პორტრეტში გმირის ხასიათი და .                      - 10 წუთი
.C ფაზა (გამთლიანება)
შემდეგ მასწავლებელი დასვამს კითხვებს:რომელ ნაწარმოებში შეხვდით შვილისაგან მშობლისთვის თავისი სიყვარულის დამალვის ეპიზოდებს?(პასუხი:,,ოთარაანთ ქვრივი);როგორ არის გადმოცემული შვილებისა და მშობლის განცდები ამ ორ ტექსტში?(მოსწავლეებს შეუძლიათ მოძებნონ სახელმძღვანელოში ,,ოთარაანთ ქვრივის’’ შესაბამისი ეპიზოდი და გადაიკითხონ.
შემდეგ ეკითხება მოსწავლეებს:რომელ ტექსტშია ეს განცდები უფრო მძაფრად აღწერილი და რა არის ამის მიზეზი?
შესაზლოა გაკვეთილზე დისკუსიაც გაიმართოს თემაზე:რატომ არ არიან შვილები მშობლებთან გულახდილები,რატომ არ უზიარებენ მათ თავიანთ განცდებს.         -15 წუთი
     შემდეგ მოხდება მოსწავლეთა შეფასება და მიეცემათ წასაკითხად მოთხრობის 1319 თავები,ხოლო დავალებად ამ თავების გეგმა. -5 წუთი

სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო,
სურათები,
 კომპიუტერი
პროექტორი
შეფასება
შეფასების სქემა



1-2.
მოსწავლის შეფასება შეუძლებელია.

3-4.
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში.
5-6.
დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილში,მაგრამ მოუმზადებელია.

7-8.
  აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილში,მომზადებულია,დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა და ჯგუფურ მუშაობაში, თუმც ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ მომზადებას პერიოდული ჩავარდნების გამო.
9-10.
  მუდმივად მზადაა გაკვეთილისთვის, დამოუკიდებლად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,დისკუსიებსა და ინდივიდუალურ მსჯელობაში,პატივს სცემს სხვების აზრს და აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს რაიმეს შესწავლისას.


No comments:

Post a Comment